მოქმედება ვითარდება ხევის ერთ–ერთ სოფელში. გუგუა ფიჩიტაურს ცოლად მოჰყავს თექვსმეტი წლის ძიძია. თუმცა ადათის და ტრადიციის მიხედვით მომოვალ ცოლ–ქმარს ჯვრისწერამდე ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გუგუა მაყრიონს გაგზავნის ძიძიას ოჯახში. ხელისმომკიდედ კი თანასოფლელ ონისეს აირჩევს. სწორედ ონისეს ევალება პატარძლის მომოვალ ქმართან მშვიდობიანად და უვნებლად მიყვანა. თუმცა პირველივე შეხვედრისთანავე ონისეს და ძიძიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. ძიძიას დედა ხაზუა კი სიტყვას ჩამოართმევს ონისეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მშვიდობით ჩააბაროს საქმროს. ონისე პირობას დადებს. (Wikipedia)
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი