"აღარ მახსოვს რატომ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვიცოდი, რომ იმ შენობაში, სადაც ძველად სასტუმრო "ლონდონი" იყო, ოდესღაც კნუტ ჰამსუნი ცხოვრობდა. ამიტომაც, თუ ალექსანდრეს ბაღის ქვედა მხარეს მოვხვდებოდი ხოლმე, დიდი ნორვეგიელი მწერალიც მახსენდებოდა. მაშინ, ყოფილი სასტუმროს კედელზე, მის საპატივცემულოდ მემორიალური დაფა ჯერ არც ეკიდა, თუმცა ყოველთვის გავიფიქრებდი ხოლმე, რომ თუნდაც ძალიან მოკრძალებული წარწერა, მაინც აუცილებელი იყო. ჯერ მისი წიგნები წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ 1920 წელს კნუტ ჰამსუნს ნობელის პრემია მისცეს და ისიც ვიცოდი, რომ…
Subscribe
Login
0 კომენტარი