"ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიტერატურამ წამართვა. ამიტომაც ვწერდი, რომ ბიოგრაფია არა მაქვს, მაქვს მხოლოდ ბიბლიოგრაფია. ცხოვრება ჩემს ლიტერატურაში ენის მეშვეობით აღწევს, ლიტერატურა იბადება ცოცხალი მეტყველების პულსისთვის ყურის გდებით... რაც შეეხება სიზმრებს, ისინი მიჩვენებენ, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ლიტერატურა ენის სწორხაზოვნებისგან. სიზმრები სწორხაზოვანი არ არის და ლიტერატურა მით უკეთესია, რაც მეტად მიუახლოვდება სიზმარს. აი, რატომ ვცდილობ, რომ ავითვისო და მკითხველს შევთავაზო არასწორხაზოვანი ტიპის პროზის ახალი სახეები, მაგალითად ლექსიკონების, წყლის საათების, კროსვორდების, ტაროს კარტის ან ასტროლოგიური სახელმძღვანელოს ფორმის რომანები…
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი