ვამპირებზე დაწერილ საშინელებათა რომანებს თავისი მკითხველი ჰყავს - ბუნებრივია, მსგავსი ლიტერატურისადმი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ ექნება. ზოგს მოსწონს და სიამოვნებით კითხულობს, ზოგს კი - ნაკლებად აინტერესებს. თუმცა, მიუხედავად პიროვნული არჩევანისა თუ გემოვნებისა, ნებისმიერ ჟანრში არსებობს კლასიკური, ფუძემდებლური, ე.წ. „საკულტო“ წიგნები, რომლებიც ყოველ განათლებულ ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნია ბრემ სტოკერის „დრაკულა“.