თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომანი ”გზა საკურთხევლისაკენ” პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ”წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ” - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია. ”გზა საკურთხევლისაკენ” ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი