"ხაზი უამრავი წერტილისგან შედგება, სიბრტყე – უსასრულო რაოდენობის ხაზებისგან; წიგნი – უსასრულო ოდენობის სიბრტყეებისგან; ზეწიგნი – უსასრულო რაოდენობის წიგნებისგან. არა, გადაჭრით არ არის ასე. ასეთი მორე გეომეტრიცო-თი არ უნდა იწყებოდეს მოთხრობა. ახლა ნებისმიერ გამონაგონს უცილობლად თან ახლავს რწმუნება მის ჭეშმარიტებაში, თუმცა ჩემი ნაამბობი მართლაც წმინდა წყლის სიმართლეა."
Subscribe
Login
0 კომენტარი