"მაკულატურა" ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის, უკანასკნელი ნაწარმოებია და 1994 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე გამოიცა. ჟანრობრივად ეს რომანი გროტესკია - თავისებური ხედვა ადამიანის დანიშნულებასა და მისი ცხოვრების ამაოებაზე, გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. იგი დაწერილია უკიდურესი ლიტერატურული ოსტატობით, მკითხველი კი იმდენს გაიგებს და იგრძნობს მისი წაკითხვის შემდეგ, რამდენსაც თავად მოიწადინებს.