რატომ დაბომბეს პერლ ჰარბორი იაპონელებმა?

როცა 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორის ცაზე იაპონური ბომბდამშენები გამოჩნდა, ამერიკის ჯარი საერთოდ მოუმზადებელი იყო იმ მოულოდნელი დამანგრეველი შემოტევისათვის, რომელმაც დრამატულად შეცვალა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ფრონტზე. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იყო რამდენიმე საკვანძო მიზეზი, რომელიც ამ დაბომბვას, ერთი შეხედვით, გარდაუვალს ხდიდა.

სიტუაცია დიდი დეპრესიის პერიოდში დაიძაბა

პერლ ჰარბორის ამბამდე, აშშ-ს და იაპონის შორის ურთიერთობა თანდათან უარესდებოდა.
კუნძლოვანი ერი, რომელიც მთელი მსოოფლიოდან განცალკევებით არსებობდა, მე-20 საუკუნის სტარტზე აგრესიულ აღზევებას განიცდიდა.

მათ ჩაატარეს ორი წარმატებული ომი, 1894-95 წლის ომი ჩინეთთან და 1904-05 წლების რუსეთ-იაპონიის ომი. იაპონიის ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა, პირველ მსოფლიო ომში წარმატებულმა ასპარეზობამ, მოკავშირეებთან ერთად.
1930-ანების დიდი დეპრესიის პერიოდში, იაპონია ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას ჩინეთისკენ გზის გაკვლევაში ხედავდა.

პირველი ნაბიჯი 1931 წელს მანჩურიის დაპყრობა იყო, რაც ერთა ლიგის კომისიამ დანაშაულად ცნო და იაპონია საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხა. მანჩურია 1945 წლამდე იქნებოდა ოკუპირებული.
1937 წლის შეტაკებამ პეკინის მარკო პოლოს ხიდთან, კიდევ ერთ ჩინურ-იაპონურ ომს ჩაუყარა საფუძველი.

იმავე წლის დეკემბერში იაპონელებმა დაიკავეს ნანკინი (Nanjing – Nanking), ჩინეთის ნაციონალური პარტიის დედაქალაქი (გომინდანი). სადაც 6 კვირიანი ჯოჯოხეთი მოაწყვეს, ისინი კლავდნენ და აუპატიურებდნენ მოსახლეობას. (ფაქტი ცნობილია, როგორც ნანკინის ხოცვა-ჟლეტა).

აშშ ცდილობდა შეეჩერებია იაპონიის საერთაშორისო წინსვლა და გაფართოება

ასეთი საშინელებების ფონზე აშშ-მ იაპონიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ვაჭრობის ემბარგო საჰაერო ექსპორტზე, ნავთობზე და ლითონის ნარჩენებზე, სხვა პროდუქტებთან ერთად. ამასთან, აშშ-მ ეკონომიკური მხარდაჭერა გამოუცხადა გომინდანის ძალებს (Kuomintang).

1940 წელს იაპონიამ ხელი მოაწერა სამმხრივ პაქტს, ორ ფაშისტურ რეჟიმთან, იტალიასთან და გერმანიასთან, საომარ მოქმედებებში მხარდაჭერის თაობაზე.
ტოკიო და ვაშნგტონი უშედეგოდ მართავდნენ მოლაპარაკებებს თვეების მანძილზე.

აშშ-ს სანქციებს იაპონიის წინსვლა რომ უნდა შეეჩერებინა, უკუშედეგი გამოიღო, იაპონელები დარწმუნდნენ რომ თავიანთ მიწაზე მყარად უნდა მდგარიყვნენ და იაპონელების რისხვა მთლიანად აშშ-სკენ მიეპყრო აზიელთა საქმეში ჩარევის გამო.
იაპონიისთვის გარდაუვალი იყო აშშ-სთან ომი, რადგან მათ თავიანთი სტატუსი უნდა დაეცვათ, როგორც მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ძალის. ისინი ვერ ძლევდნენ ამერიკელებს პირდაპირ ომში, ამიტომ აქცენტი მოულოდნელობის ფაქტორზე გააკეთეს.

View looking up Battleship Row on 7 December 1941, after the Japanese attack. USS Arizona (BB-39) is in the center, burning furiously. To the left of her are USS Tennessee (BB-43) and the sunken USS West Virginia (BB-48). Official U.S. Navy Photograph, from the collections of the Naval History and Heritage Command.

პერლ ჰარბორის ბაზის განადგურება წყნარი ოკეანის ფრონტის კონტროლს ნიშნავდა

1940 წელს აშშ-მ პერლ ჰარბორი წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარ ბაზად აქცია. ამერიკელები არ მოელოდნენ იაპონელების თავდასხმას ჰავაიზე, მათი სამშობლოდან 4000 მილის მოშორებით, ამიტომ ბაზა დაუცველი იყო, რაც მას მარტივ სამიზნედ აქცევდა.
ადმირალმა იამამოტო ისოროკუმ იმ თავდასხმის დაგეგმვას თვეები მოანდომა, რომელსაც უნდა გაენადგურებინა როგორც ამერიკელების ბაზა, ასევე მათი მორალიც.
იაპონიის მოულოდნელმა თავდასხმამ, შეერთებული შტატები იზოლაციიდან გამოიყვანა და მეორე მსოფლიო ომში ჩართო. ყველაფერი კი იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა 1945 წლის აგვისტოში ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბეს.
თავდაპირველად პერლ ჰარბორის დაბომბვა წარმატებულ აქტად შეირაცხა იაპონელთათვის. მათ დაარტყეს ამერიკელების რვავე საბრძოლო გემს, ჩაძირეს 4 და დააზიანეს 4, დააზიანეს ან გაანადგურეს 300-მდე თვითმფრინავი და 2400-მდე მეზღვაური იმსხვერპლეს.
1942 წლის დასაწყისში მათ გააფართოვეს საცეცები დასავლეთის კოლონიებზე, ბირმა (ახლანდელი მიანმა), ბრიტანული მალაია (მალაიზია და სინგაპური), ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთი (ინდონეზია) და ფილიპინები იაპონელებს მათ უხვ ბუნებრივ რესურსებზე უხსნიდა გზებს. (ნავთობი და რეზინი)
მაგრამ, პერლ ჰარბორის შეტევა წარუმატებელი იყო მის მიზანში, ბოლომდე გაექრო წყნარი ოკეანის ფრონტი.

მათ ვერ გაანადგურეს ამერიკელთა ნავთობის ტანკერები, საბრთოლო აღჭურვილობის პუნქტები, გამოსაჯანსაღებელი ადგილები. ამასთანავე ამ შეტევისას არცერთი ავიამზიდი არ განადგურებულა. 1942 წელს იაპონელების წარუმატებლობამ თავი იჩინა მიდუეის ბრძოლაში, რომელში დამარცხებამაც წყნარი ოკეანის ამბები თავდაყირა დააყენა.

სტატია მომზადებულია History.com-ის მიხედვით

Related Post

ხანძრის შედეგად გამოჩენილი მეორე მსოფლიო ომის კვალ... ირლანდიის ნაპირებზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შემდეგ, გადამწვარ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეტყობინება გამოიკვეთა. ის პოლიციელებმა შეამჩნი...
დატოვეთ კომენტარი