საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“ ანალიზურ ტრადიციაში მომუშავე ფილოსოფოსების მიერ ერთსულოვნადაა აღიარებული მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტად. მის გამოქვეყნებას უკავშირებენ თავისებურ გარდატეხას, რომელსაც ფილოსოფიაში „მეტაფიზიკურ შემობრუნებას“ უწოდებენ. წიგნის ცენტრალური თემაა საკუთარი სახელების მნიშვნელობა, რაც ენის ფილოსოფიის ერთ-ერთი საინტერესო პრობლემაა. თუმცა, თვალსაზრისს, რომელსაც კრიპკე პრობლემის საკუთარი გადაწყვეტის ჩარჩოდ ავითარებს, მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ენის ფილოსოფიის გარეთაც. ესენია: მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, ცნობიერების ფილოსოფიის საკითხები. წიგნი ემყარება კრიპკეს მიერ 1970 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული სამი…
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი