გუგლის რუკებზე ნაპოვნი უცნაური ხედები

Google Earth სურათებს სხვადასხვა წყაროებიდან აგროვებს. გეოსტაციონარული ორბიტის სატელიტებიდან, რომლებიც დაბალი გაფართოების ფოტოებს დედამიწიდან ათი ათასობით მილის დაშორებიდან იღებენ, დედამიწასთან ახლოს მყოფი სატელიტებიდან, რომლებსაც მაღალი გაფართოების სურათების გადაღება შეუძლიათ. გუგლი იყენებს ისეთ წყაროებსაც, როგორებიცაა დრონები, თვითმფრინავები და საჰაერო ბურთებიც კი. სურათები ხელმისაწვდომია ყველასთვის ვინც Google Earth-ს გადმოიწერს, რაც დიდ საჩუქარს წარმოადგენს არქეოლოგებისთვის და მკვლევარებისათვის.

Google Earth-ს უამრავი უცნაური ადგილი გამოუაშკარავებია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

პენტაგრამა

ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის ერთ-ერთ დაუსახლებელ ადგილას კარგად გამოხატული პენტაგრამა გვხვდება. პენტაგრამის დიამეტრი 366 მეტრია და მისგან 20 კილომეტრითაა დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტი.

რეალურად, პენტაგრამა საბჭოთა ეპოქაში შექმნილ ვარსკვლავის ფორმის პარკის გარშემოწერილობაა. საბჭოთა დროს მიღებული და პოპულარული სიმბოლო იყო ვარსკვლავი. ხაზები და გარშემოწერილობა პარკში გაკეთებული გზებით და ხეების სპეციფიური განლაგებითაა გამოყვანილი.

უდაბნოს სუნთქვა

ალტენატიული სამყაროს სპირალური პორტალი? უცხოპლანეტელების შეტყობინება? თუ ზებუნებრივი არსების უძველესი მონუმენტი? ეს გიგანტური დიზაინი ეგვიპტის უკაცრიელ უდაბნოში, წითელი ზღვის სანაპიროდან არც თუ ისე მოშორებით მდებარეობს. ის არტ ინსტალაციას წარმოადგენს, სახელად “უდაბნოს სუნთქვა”, რომელიც 2007 წელს დანა სტრატომ, ალექსანდრა სტრატომ და სტელა კონსტანტინიდისმა 100000 კვადრატულ მეტრზე შექმნეს. “უდაბნო, როგორც გონების მდგომარეობა, გონების ლანდშაფტი.” – ასე აღწერეს ინტალატორებმა ნამუშევარი.

სისხლის ტბა?

ირანში, სადრის ქალაქის გარეთ, კოორდინატებზე  33.396157° ჩრდ, 44.486926° დას. აღნიშნულია წითელი შეფერილობის ტბა. ტბის ფერის ახსნის ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს.

ყველაზე დიდი მასშტაბის სიტყვა?

ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰიანი, მილიარდერი შეიხი და აბუ დაბის მმართველი ოჯახის წევრია, რომელსაც თავისი სახელი ქვიშაზე აქვს გამოსახული თავის საკუთარ კუნძულ, ფუტაისიზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მდებარეობს. წარწერა ნახევარი მილი სიმაღლეშია და ორი მილი სიგრძეში. შესაძლოა, სიტყვა ჰამადი ყველაზე დიდი მასშტაბის სიტყვა იყოს მსოფლიოში. ჩვეულებრივ, ქვიშაზე დაწერილი სიტყვებს ზღვა რეცხავს, თუმცა ამ შემთხვევაში ხაზებს შორის საკმარისი მანძილია იმისათვის, რომ შუაში წყალმა იმოძრაოს. შესაბამისად, შუაში მოძრავი წყალი ნაპირების დეფორმირებას იწვევს და ფოტოზეც ხედავთ, რომ ასო M დეფორმირებულია.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments