ნარცისი და გოლდმუნდი

Narziß und Goldmund
ჰერმან ჰესეს რომანი-მოთხრობა "ნარცისი და გოლდმუნდი" ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის ბიპოლარული ნაწარმოებია. იგი წარმოადგენს ორი სულიერი მეგობრის, ორი სხვადასხვა ბუნებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანის შინაგან დიალოგს და გვიჩვენებს თუ როგორ მიემართებიან ისინი სრულყოფილებისაკენ და აღწევენ შინაგან მთელს, ჰარმონიას. ორი საწინააღმდეგო პოლუსი დედობრივი საწყისი, მგრძნობელური მხარე და მამობრივი საწყისი, გონებრივი, სულიერი მხარე ადამიანის არსებობისა მოცემულია გოლდმუნდის, ხელოვანის და ნარცისის, ასკეტი ბერის სამყაროში. ისინი თავიანთი მეგობრობით სულიერად აღწევენ სისავსეს.
დატოვე კომენტარი