ლავ კოუჩის ნოუ ჰაუ

ნაწილი 1 

ერთ დღესაც, ვზივარ ჩემთვის; ვლივლივებ და ვნებივრობ ინტერნეტის ლურჯ ტალღებს მინდობილი. წამში რეკლამაც გამოხტა: 

ონლიან ტრენინგი – მომხიბვლელობა ძალაა, მოხიბლულობა – სიბრიყვე! გახდი ძლიერი! 21-ე საუკუნე ძლიერი ქალის საუკუნეა. [ფონად ქუჩის ბიჭების სიმღერა გასდევს – ახლა ჩვენი დროა! ახლა ჩვენი დროა!] 

ანკესზე წამოვეგე, რომ იტყვიან. ინტერესში ჩავვარდი კაცი. სულმა წამძლია. ამისთანა მისწრება რა არი თქვა, ვიფიქრე?  

ჯანი გავარდეს, მარცხენა გვერდზე სამჯერ გადავაფურთხე და გავრისკე. ვაღიარებ, რაიხსტაგზე დროშა რო აღმართა ქანთარიამ, მაშინ არ მინერვიულია ასე. მარა, კაცის სულწაწყმედილობა რა ვთქვი მე. პროფილზე ვინცხა მსახიობი ქალის სურათი მივიმაგრე; მარგო, მარგო, ჩემო კარგო დავირქვი; და log in-ს დავაწექი. 

ჰო ჰო, ჩაირთო მარა რა ჩაირთო. 

– მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო! love coach-ი ნატალი თქვენთანაა. და ქალური ბედნიერებაც თქვენს ხელთაა. [ვინცხა თვალჟუჟუნა ქალი არ მომჩერებია ეკრანიდან?] 

– როგორ ხართ, გოგოშკებო. მეც ძაან მაგრად. მიხარია, რომ ბევრნი ვართ. სანამ დავიწყებდეთ, მინდა გახაროთ. ჩემსკენ კაი ამბებია. very cool. ასე რომ, ხვალიდან პაგალოვნად ყველანი დიეტაზე! თუ ვინმე რამე პროცედურებს გეგმავთ – ფილერი ან ჰიალურონი. მაგას მიაყოლეთ სპა სალონი, შოპინგი და სელფის ფოტოები რულონით. 

იქეთა კვირაში, პონტია მაგარი 

ჩემს wedding party-ზე, გრიალებს სასტავი 

ფუმფულა ტუჩებს თუ აფრიკულ ნაწნავს, 

ვიღაც ამარიაჟებს ახალ ჭრელ შარვალს. 

ონლაინ ქორწილი ყველაზე ნაღდია 

არც ხარჯი, არც მარჯი, იოლი ფანდია 

აწვები კნოპკას და ირთვება ლაივი  

თუ გინდა შემოხვალ, არ გინდა – გ ა ი ვ ლ ი. 

– ჰო, მართლა. ქორწილზე დასწრების მსურველების საყურადღებოდ! დარეგისტრირდით! ლაივ ფართიზე შესვლის ლინკს face-ზე ჩაგიგდებთ.  

მათთვის კი, ვინც ახლა შემოგვიერთდა. შეგახსენებთ, მე თქვენი love coach-ი ნატალი გახლავართ. [ნარნარად აფახულებს შველივით თვალებს]   

– საინტერესო ბექგრაუნდით, მრავალწლიანი გამოცდილებით dating სფეროში – როგორც ინგლისურენოვან ბაზარზე, ისე რუსეთში. ალბათ საუბარზეც შემატყვეთ; რუსეთის ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. პუგაჩოვა და გალკინი მე დავაჯახე ერთმანეთს. ტაკ შტო, პაგნალი. 

– სულ რაღაც სამიოდ საათში ქალური ბედნიერების საიდუმლოს გაგიმხელთ. ჩემს მდიდარ  გამოცდილებას გავა-share-ებ. გასწავლით, how to unblock – როგორ ავხსნათ ბლოკი ნებისმიერ მამაკაცს? მოკლედ ყველა კარტს გაგიხსნით 😊 ოღონდ, ჯერ დამილაიქეთ! რაც შეიძლება მეტი ლაიქი ამ event-ს, ჩემო ლამაზებო! ონლაინ ტრენინგს კი, გახსნილად ვაცხადებ. 

– ჩვენი დღევანდელი ტრენინგის თემაა – როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი? ნუ, პირდაპირ გეტყვით. სიტყვა ‘სასურველის’ ‘კომპრომისით’ ჩანაცვლება მოგვიწევს. მოდით, რეალისტები ვიყოთ – ცუკერბერგი და ჯეისონ სტეტჰემი უკვე პას. მაგრამ, ვინმე კაი ტიპის შებმა-შეკოჭვა აშკარად მოსულა.  

დღეს გასწავლით, როგორ მოვინადიროთ მამაკაცის ველური გული და  ჩავკეტოთ, ჩავამწყვდიოთ სამზარეულოში – ნახონ ერთი, როგორია, კუხნაში ცხოვრება 😊 just kidding. 

– თამამად შემიძლია გითხრათ, ამ კურსის უპირატესობაც სწორედ ესაა – თანამედროვე, პრაქტიკული მიდგომები და skill-ები. არავითარი თეორია; თეორია და უნარები უნივერსიტეტშიც გეყოფათ. 

– ნაპრიმერ. აი, თუნდაც ჩემმა crush-მა რითი მომხიბლა?  

– დავიწყოთ იმით, რომ ეგრევე respect-ი აირტყა, როგორც მამაკაცმა. ინიშიეიშენი რო გააკეთა – ანუ ინიციატივა გამოიჩინა. მართალია, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, მაგრამ ნი ვაპროს. ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მათივე ენაზე რომ ვთქვათ, ბურთი ბადეშია 😊  

– წარმოიდგინეთ, ტიპმა გამბედაობა მოიკრიბა და მოვიდა. ესე მარტივადაც ნუ უყურებთ ამ ამბავს! easy peasy lemon squeezy! no, my dear! nope! ეს მილენიუმი საკმაოდ რთული დროა მამაკაცებისთვის. მე-18 საუკუნეში ხო აღარ ვართ. მაშინ ან ცხვირსახოცს დააგდებდი ლოვკად, ან რამე foxy ლისიჩკურს გააძრობდი. იასნია, ეტიკეტის გარტყმაშიც რო არ ყოფილიყო, ინსტიქტურად მაინც ხო წაავლებდა ხელს ნაროშნად დაგდებულ ცხვირსახოცს, და მოგაწოდებდა.. ახლა კიდე, ისეა დრო აჩქარებული, მობილურიდან თავი თუ აწია და ამოგხედა – წამის მეასედი გაქ, რო შენი შარმის ბადეში გაახვიო და მოგუდო, თორე ვსიო. game over! 

ნაწილი 2 

love coach-ი ნატალი სულმოუთქმელად და ისეთი გატაცებით აგრძლებდა მოყოლას, რომ ჰიპნოტურ ძილ-ბურანში ახვევდა მის ისედაც აჟიტირებულ femაუდიტორიას. 

– გაინტერესებთ, სად და როგორ გავიცნოთ დასტოინი მამაკაცი? ხომ იცით, დროს და ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემს შემთხვევაში როგორ იყო? ნუ ძაან სვეცკობა იყო. წარმოიდგინეთ, vip კაფე, ლაუნჯ მუსიკა და pandora game offline. პანდორა ხო იცით, რა პონტია? ჩათვალეთ, რო კორონამ აპრიორი ყველას კარონა დაგვადგა. ხომ ყველანი face mask-ებში ვართ. ფაქტიურად, ეს დამატებით იდუმალებას მატებს თითოეულ ჩვენგანს. მამაკაცისთვის ეს პანდორას ყუთის გახსნის ტოლფასია. პირბადეს რო მოხსნი არ იცი რა შეგრჩება. და ამ challenge-ს მიუხედავად, ტიპმა მთელი რიგი აქტივობები განახორციელა, ვიდრე ჩვენი love story-ს ლოგიკური ჯაჭვი შეიკვრებოდა, ანუ:  

  • გადაწყვეტილება მიიღო – ეტა რას; 
  •  ერთი ადგილი აწია – ეტა დვა; 
  •  ჰოლის ერთი ბოლოდან მეორეში გადმოტასავდა – ეტა ტრი; 
  •  რვა ლეველი [საფეხური] აიარა + აღმართი დაძლია – ეტა ჩეტირე; და  
  • ჩემს გასაცნობად მოვიდა – ეტა პიაწ. 

ნუ, მეტი რაღა უნდა ექნა ტიპს? დანარჩენი ჩემ თავზე ავიღე. გახსოვდეთ, გოგოებო. მამაკაცის მიერ გამოვლენილი სულ მცირე ჟესტიც კი – დასაფასებელია. მადლიერება გამოვხატოთ და გავუფრთხლდეთ მათ. ამით უფრო მეტი ექშენისკენ ვუბიძგებთ. და თუ, ქალურ სიბრძნეს გამოვიჩენთ, და გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ – შეიძლება ერთი წლის თავზე პურზეც კი ჩაგვეგზავნოს მარკეტში.  

სხვათა შორის, სუფთა სისხლის ჰომო საპიენსის ეს სახეობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს შეიყვანეს წითელ წიგნში. 

მეცნიერული შემადგენლის მთლად ignore-იც არ იქნება. ცოტა თეორიასაც ჩავხედოთ. ვციტირებ: „მართალია, მეთოდიკურ ლიტერატურაში მათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში მათზე ჩატარებული ცდები და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კაცები საკმაოდ ფრთხილები და მშიშრები არიან“.  

ამიტომ, ჩემო კარგებო, თქვენივე ინტერესშია თავი ცოტა სულელად მოაჩვენოთ. ნუ დააფრთხობთ. დაე, თავი მონადირე ეგონოს. თქვენ კი, ცოტა ხნით წარმოიდგინეთ, რომ ფუმფულა და საყვარელი კნუტი ხართ. გახსოვდეთ, ეს დროებითია. მოვა დრო, კნუტი გაიზრდება და კლანჭებსაც გამოაჩენს. ეს ისე – მეჟდუ ნამი, დევაჩკამი. 

ოღონდ, ნა მინუტაჩკუ, თავის დაფასებებს და ეგეთებს არ ვართ. თქვენი მაგისტრები და დოკტორსკები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. ნუ დავაკომპლექსებთ, ტაკ სრაზუ. პადაჟდი რა, მაგის დროც მოვა. ჯერ ჯოკერი ითრიე, და მერე – პაჟალუისტა. ამ ხოდს ქალური დიპლომაწია ქვია.  

ახლა კი, პრაქტიკული ნაწილი. სავარჯიშო: ამ აფირმაციის გასამყარებლად და სამყაროსთვის სწორი სიგნალის გასაგზავნად, ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე ავტვირთოთ სელფი წარწერით – მე ვარ ფუმფულა და საყვარელი, შენი სულელი კნუტი 😊 [მშვენიერი სქესის კისკისმა ინტერნეტ სივრცის ყველა მქრქალ კუთხე-კუნჭულში შეაღწია და ატმისფერად გააცისკროვნა]  

– რაზე ვსაუბრობდით? სულელი კნუტი. ხო, სისულელის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, თქვენი რჩეული მამაკაცის ფონზე ოდნავ სულელი გამოჩნდეთ. და იმაზე ოდნავ ლამაზი, ვიდრე სინამდვილეში ხართ. სილამაზის თემას მომდევნო შეხვედრაზე გავშლით და განვავრცობთ. 

მოკლედ, როგორც იქნა გაგიცნოთ, შემდეგ რა ხდება?  

პირად მაგალითზე გეტყვით. ჩემმა crush-მა რომ გამიცნო მაშინვე ის მკითხა – სკოლკო ლეტ, სკოლკო ზიმ? ანუ, მამენტ რამდენი წლისა ხარო? 

შანსი ხელიდან არ გავუშვი და წავეფლირტავე. ვუთხარი – ვაჟკაც, ვატყობ უხერხული კითხვების დასმა გყვარებია-მეთქი.  

რატო გრეხია-ო? – გულში ვიფიქრე, ეს რა ნაგლი როჟაა-თქო. მაგრამ არ გავუტეხე და დობრი სიფათი დავკერე. 

მერე, კრეატივ ტექნიკაც ჩავრთე და ვეუბნები –  არა, უბრალოდ ასაკი რომ გითხრა, პოლიტიკურ რეკლამაში ჩამეთვლება-მეთქი. 

ვითომ რატოო?  – ნასტოიჩივს აწვებოდა ტიპი. 

აშკარად ინტრიგას წამოეგო. არც მე დავაყოვნე და  შაბლონის გაწყვეტაზე წავედი – ჯანდაბას, იყოს რეკლამა. 41-ს მეთქი! 

ტიპი გა მო შტე რდა. მერე, უკვე დრო რო გავიდა და გავაიასნეთ ყველაფერი, აღიარა – მაგ დროს მივხვდი, რო მაგარი დერსკი და დონე გოგო იყავიო. 

თუმცა, აქვე გეტყვით – ეს ტრიუკი უნივერსალური როდია. თეორიულ ნაწილში ვკითხულობთ: „მისი ეფექტი სიტუაციურია. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში  უკუშედეგი მოჰყვეს და მყიფე ფსიქიკის მქონე კანდიდატის შემთხვევაში მისი კატაპულტირებით დასრულდეს“. 

ანუ, მარტივი და easy პერიფრაზი – ეს ფოკუსი შეიძლება კანდიდატის აორთქლებით დასრულდეს. ორთქლის კვლავ წვიმად გადაქცევას, კი უკვე იმდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რომ ჯობია ახალ კლიენტზე გადაერთოთ. აქვე, ერთი რჩევაც. გოგონებო, გაუფრთხილდით თქვენს დროს. თუ ხედავთ, რომ მკვდარ კაპიტალთან გაქვთ საქმე და მის საინვესტიციო მდგომარეობაში დაბრუნებას დანკრატი დასჭირდება, კარგად დაფიქრდით. გიღირთ თუ არა? ანუ როგორც ჩვენი პრედკები იტყოდნენ – ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. 

ნაწილი 3 

როგორც გითხარით, ჩემი ტრენინგი მთლიანად ქართულ რეალობასთანაა ადაპტირებული. ამავდროულად, თანამედროვე დვაცატპერვის გამოწვევებსაა მისადაგებული. ჩემი know how-ც ეგაა.  

თუმცა, არის ე.წ. ქრესტომათიული ნაწილიც, ანუ კლასიკა. კლასიკა კი, ფიზიკის კანონებივით მარადიული და უცვლელია. 

აი, მაგალითად: „რაც მეტ ძალისხმევასა და დროს დახარჯავს მამაკაცი ქალის მოსახიბლად, მით უფრო გაუჭირდება მასთან განშორება“-ო.  

პრიკინ, თავი მის ბაშმაკებში წარმოიდგინე. კაცის ტვინი როგორ აზროვნებს? ანუ ეგენი ხო ვითომ ლოგიკას აწვებიან. წარმოიდგინე, ტიპმა უხაჟივანიები ზოოპარკით, ან უკეთეს შემთხვევაში ვაკის პარკით დაიწყო და ეიფელის პაეზდკაზე რო დაასტოპა. ახლა, მამენტ სხვა გოგოზე რო გადაერთოს, იქაც ხო ნულოვანი წერტილიდან მოუწევს ათვლა. და პა ხოდუ ხელახლა უნდა დააბანდოს სასტარტო კაპიტალი. ხოდა, ეკონომიკურად არარენტაბელურია, ტო. დაჟე პირიქით, ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ინვესტიციებია განსახორციელებელი.  

სამაგიეროდ, თუ შენ დაპადხოდების მომენტში არ ეიაზვე; next, აბიტურიენტობის პერიოდშიც მიუშვი – აცალე ივაჟკაცოს ცოტა; ნაკანეც, საჯარო რეესტრის ლეველსაც გადალახავს, აბა რა იქნება. თუ პირველ ჯერზე გამაზა, ეგ არაფერი. რამდენი ცდის უფლება აქ? ჰო, სამის. ჰოდა, აი აქ, უკვე ის მომენტია, ტოჩკა ვაზვრატა რო აღარ მოქმედებს. ანუ, back ლეველზე, წინა ტურში მაინც ვეღარ დაბრუნდება. ამ დროს, შენ უსატკავებ და სმერტელნი ნომერს აფარებ. ვოტ ი ვსიო. game over!  

შტამპი ჩარტყმულია. შენ პლავნად გადადიხარ default რეჟიმზე – smart woman. 

ახლა, კაცის თავს რა ხდება. მათი პერსპექტივიდან შევხედოთ.  

წაგების აღიარება არავის უყვარს, მით უმეტეს კაცთა მოდგმას. კრიზისის რეჟიმში მისი ტვინი swat ანალიზზე გადადის. ანუ ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას იწყებს. იტოგში – ტიპი ხვდება, რო მოშნად დაერხა. შტამპი არტყმულია. რაღაცნაირად, უკან დახევაც ტეხავს. რაც არი, არი. ამიტო იწყება ლოგიკური გათვლები. პლიუს-მინუს ქულების დაჯამება. ბენეფიტების აწონ-დაწონვა. და ევრიკა! ტიპი სრაზუ ტვინავს, რომ ეკონომიკური რენტაბელობის კონტექსტში, სავსემ ნი პლოხო. ნაღდად არაა წამგებიანი ვარიანტი. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ინვესტიციები უკვე განხორციელებულია. ბეზატკაზნი კაპიტალდაბანდებაა მზარდი უკუგებით. ანუ, რაც დრო გადის, მოგებაც ერთიორად მატულობს. ბიზნეს ენაზე რომ ვთქვათ, ხანგრძლივ პერსპექივაში დანახარჯი მოგებაში გაიქვითება და უკვე, წლიდან წლამდე სუფთა მოგებაზე მუშაობს – ანუ დამლაგებელი, მზარეული, ინკუბატორი, ექთანი და მასწავლებელი ერთ შეფუთვაში. ბონუსის სახით, მოყვება ტვინის ბურღი სიდედრ mocker-ი სრული კომპლექტაციით. მამენტ, თუ ცოტა ენერგიის დამზოგავ რეჟიმში ამუშავებ, შეიძლება გამოცვლაც აღარ დაჭირდეს. პაჟიზნენნია, ტო.[შემართებითა და შთაგონებით აგრძლებდა ნატალი სამიოდ საათის წინ დაწყებულ ტრენინგს

მე კი, დაშტერებული ვუსმენდი ამ ქალების ნარატივს და ვფიქრობდი. კაცმა კვანტური ფიზიკა გავმარგლე, მარა ასეთი რთული კომბინაციები იქ არ შემხვედრია-თქო. ამ ფიქრებში გართულსმოულოდნელად, ნაცნობი ხმა შემომესმა და ტანში გამაჟრიალა – შე სასიკვდილე, ჩადი მარკეტში, პური მაინც ამოიტანე! კაცი არა ხარ? არ მოგბეზრდა ასე უსაქმოდ გდება? 

აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი. კვალი რომ დამეფარა, სიჩქარეში log in-ის კნოპკას ვეჩალიჩებოდი, მარა არაფერი გამომდიოდა. ბოლოს, როგორც იყო, log out-საც მივაგენი. ჩემი ცოლის გადამკიდე, თუკი რამე ძალი და ღონე შემრჩენოდა out-ს დავაწექი და წნეხის ძალამ უკან ამომაგდო. ამომაგდო ისევ იმ ლურჯ, უკიდეგანო სივცეში, ჩვენში ინტერნეტს რო ეძახიან. შვებით ამოვისუნთქე და ისევ მის ლივლივა ტალღებზე განვაგრძე ნებივრობა. . . .

ავტორი ნინო მუმლაძე

კორონა vs ხალისიანი განწყობა 🙂

გამოიწერე
Notify of
guest
1 კომენტარი
ყველაზე ძველი
ყველაზე ახალი მეტი შეფასებები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა