მზე ვერძი
დღის
დღეს სჯობს, ნაკლები ილაპარაკო, რადგან საქმიანი თუ პირადი საუბრები მაინც არ გამოგივა. შენი ქარიზმა აშკარაა, ამიტომ თამამად გააკეთე ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის. ერიდე კამათს და ტყუილად ნუ დახარჯავ ენერგიას მათზე, ვისაც შენი მაინც არ ესმის.

დაბადების თარიღი – 21 მარტი – 19 აპრილი
ელემენტი – ცეცხლი
მმართველი პლანეტა – ♂️ მარსი
ვერძის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა, – დინამიკა. იდეების მიმართ იგი ან ენთუზიაზმითაა აღსავსე, ან პირიქით, – სრულიად გულგრილია. მისთვის შუალედი არ არსებობს. თუ რაიმე ჩაიდო გულში, ტყუილად ეცდებით გადააფიქრებინოთ, რადგან თქვენ მხოლოდ დაკარგავთ დროს. კონფლიქტებისა არ ეშინიან და ყოველთვის მზადაა მოყვასის მიმართ დახმარების გაწევისათვის, თუნდაც კრიტიკულ და საშიშ სიტუაციაშიც კი. ასევე მზადაა გმირობისათვის, მხოლოდ მეტად პატივმოყვარეა და უყვარს აღიარება და ქება. მოქმედებს დამოუკიდებლად და ბეჯითად. ცდილობს ყველაფერში პირველი გახდეს, ამიტომაც იჩენს იგი მუდმივ ინიციატივას და კარგი ორგანიზატორიცაა, თუმცა შეიძლება “დიქტატორობაშიც” კი გადავარდეს. ვერძებს მოსწონთ ფათერაკები და თავგანწირვა. დიდხანს არ იღლებიან. სნეულებას ფეხზე იტანენ და მხოლოდ ძალაგამოცლილები თუ წაიქცევიან.
ვერძის უარყოფითი თვისებები:
- სიჯიუტე
- აგრესიულობა
- ეგოიზმი.
ვერძის დადებითი თვისებები:
- ვაჟკაცობა
- უშიშარობა
- აქტიურობა
- გაბედულობა
- პასუხისმგებლობა
წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა
ზოგადი
ცნობილი ადამიანები
ვერძის ნიშნის ქვეშ ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ისტორიული ფიგურები: ნაპოლეონ III, ოტო ფონ ბისმარკი, ადოლფ ჰიტლერი, ჰელმუტ კოლი, გერჰარდ შროდერი და კოლინ პაუელი.
ამ ნიშანს მიეკუთვნებიან ცნობილი მწერლები, ფილოსოფოსები და ხელოვანები: ჯაკომო კაზანოვა, ნიკოლაი გოგოლი, რენე დეკარტი, ვისენტ ვან გოგი, სერგეი რახმანინოვი, შარლ ბოდლერი, ერიხ ფრომი, აკირო კუროსავა, არტურ ჰეილი და რაფაელ სანტი.
ვერძები არიან ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები და სპორტსმენებიც: მონსერატ კაბალიე, დაიანა როსი, ჩარლი ჩაპლინი, ქვენთინ ტარანტინო, მარლონ ბრანდო, ჟან პოლ ბელმონდო, ერიკ კლაპტონი, ჯეკი ჩანი და რივალდო.
კარიერა და პროფესია
ვერძებს აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწიონ. თუმცა, მათი პირდაპირობა უფრო ჯარისთვის გამოდგება, ვიდრე პოლიტიკისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ აქვთ იმდენი მოქნილობა და ეშმაკობა, რომ დიპლომატიურად იმოქმედონ და პირდაპირ შეტევაზე არ გადავიდნენ.
შემოქმედებამ შეიძლება ვერძები ხელოვნებაში მიიყვანოს. მათ თანაბრად კარგად გამომдинარეობს საქმე როგორც თეატრის სცენაზე, ისე სახელოსნოში. ახალგაზრდობაში ბევრმა მათგანმა არ იცის ზომა და მხოლოდ ძალაუფლებასა და დიდებაზე ოცნებობს. ეს მათ ხელს უშლის, რადგან რეალური შრომის გარეშე წარმატება არ მოდის, ისინი კი მხოლოდ დიდ მიზნებზე ფიქრობენ. ამიტომ, ხელმძღვანელებს დაქვემდებარებაში მყოფ ვერძებთან ხშირად უჭირთ ურთიერთობა.
ვერძები ძალიან თავისუფლებისმოყვარულები არიან და სამუშაო დისციპლინას ხშირად არ არიან დამორჩილებულები. საქმე ისე ადვილად იტაცებთ, როგორც შემდეგ ივიწყებენ. სამაგიეროდ, რთულ მომენტში ისინი სულ სხვანაირად ვლინდებიან და საუკეთესო თვისებებს აჩვენებენ. კრიზისულ სიტუაციაში ვერძი წარმოუდგენლად შრომისმოყვარე და საზრიანი ხდება და ზუსტად იმ ადამიანად იქცევა, ვისაც რთული ვითარების განმუხტვა შეუძლია.
ქორწინება და თავსებადობა
ვერძებს ძლიერი გრძნობები აქვთ, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ ამის გამო ბედნიერება უჭირთ. მათ ადვილად უყვარდებათ, პარტნიორს აიდეალებენ, ხოლო პირველივე ნაკლის გამოჩენისას იმედი უცრუვდებათ და ჰგონია, რომ მოატყუეს.
ქალი-ვერძი მამაკაცს დამოუკიდებლობით აჯადოებს, თუმცა მისი თავისუფლების სიყვარული ხშირად ზღვარს სცდება. ისინი ძალიან ეჭვიანები არიან და იმას, რის უფლებასაც საკუთორ თავს აძლევენ, პარტნიორს არ პატიობენ. სიყვარულში გაურკვეველი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებდნენ, რომანების დიდი ნაწილი ოცნებებად რომ არ რჩებოდეს.
მამაკაცი-ვერძები მალე იხიბლებიან და ძლიერ უყვართ. მათი რომანები ლამაზია, მაგრამ ხანმოკლე, რაშიც ხშირად მათივე ეგოიზმი უშლის ხელს. პარტნიორს დიდი შრომა სჭირდება, რომ ვერძის ინტერესი შეინარჩუნოს, სამაგიეროდ, მას ნამდვილად დააფასებენ. საკუთარი ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ არამყარი, რადგან ორი ეგოისტი ადამიანი ერთმანეთით მალე იღლება. უფრო ჰარმონიულია კავშირი ლომთან. ვერძი ასევე კარგად ეწყობა მშვილდოსანს, რომლის კეთილშობილებაც მასზე დადებითად მოქმედებს. ცუდი არ არის ტყუპებთან კავშირი. კირჩხიბთან და თხის რქასთან ურთიერთობა ნეიტრალურია და აქ უფრო ინტელექტუალური ჰარმონიაა, ვიდრე სულიერი ერთობა. სასწორთან ურთიერთობა წარუმატებელი იქნება და დაშორებაც ორივესთვის მტკივნეული გამოვა. ვერძები ასევე ვერ ეწყობიან თევზებს, მორიელს და კუროს.
სიყვარულში წარმატების მისაღწევად, ვერძი პარტნიორს ენერგიითა და პირველობის სურვილით ავსებს. ამ ნიშნის ხალხი განვითარებაზე მეტ დროს შეჯიბრებებში მონაწილეობას ანდომებს, რაც არასწორია.
სხვებთან შედარებისას ვერძი დისკომფორტს განიცდის, რადგან მისი შედეგები არც ისე შთამბეჭდავია. ის ცდილობს მიიღოს ის, რაც სხვებს აქვთ და არა ის, რაც რეალურად სჭირდება. ვერძისთვის წარმატების და ცხოვრებით სიამოვნების მთავარი პირობა მიზნის სწორად დასახვა და ენერგიის სწორად ხარჯვაა. ვერძებს ცხოვრებას ართულებს ისიც, რომ ერთ რამეზე გრძელვადიანი ინტერესის შენარჩუნება არ შეუძლიათ. ისინი არ არიან მომთმენი და სტაბილური ადამიანები, ამიტომ გრძელვადიანი რომანტიკული ურთიერთობების შენარჩუნებაც უჭირთ. ზოგიერთი ვერძს არასანდოდ მიიჩნევს და მასთან სერიოზულ ურთიერთობას თავს არ არიდებს, რაც ასევე უშლის ხელს მათ ბედნიერებაში.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








