მზე თევზები

მზე თევზები

დღის ჰოროსკოპი
♓︎

თევზები

დღის

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს შენს ირგვლივ ბევრი ახალი შესაძლებლობაა, ამიტომ არც ერთი ხელიდან არ გაუშვა, რადგან ეს ყველაფერი ცხოვრებას გაგიუმჯობესებს. დღე წარმატებული იქნება, თუ საინტერესო ადამიანებს გაიცნობ და მათგან ახალ ინფორმაციას მიიღებ. ეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო, რადგან გარშემო ბევრი რამ შეგიშლის ხელს. ნერვების დასამშვიდებლად დალიე გვირილის ჩაი და ისაუბრე ახლობელ ადამიანებთან.

სხვა ჰოროსკოპი

დაბადების თარიღი – 19 თებერვალი – 20 მარტი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – ♆ ნეპტუნი

თევზები ყველასთვის გამოცანაა, ყოველთვის ხელიდან სხლტებიან. იოლად სწყინთ ყველაფერი და მეტად მგრძნობიარენი არიან. განიცდიან სასიცოცხლო ძალის უკმარისობას. დანარჩენ ნიშნებისგან განსხვავენით მეტად რელიგიურნი არიან და სიცოცხლის დანიშნულებას სულიერებაში ჰპოვებენ. საყრდენს ძლიერ ადამიანებში ეძებენ. მეტად ერთგული ქვეშევრდომნი არიან. შეუძლიათ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა. მთელი სიცოცხლე ინარჩუნებენ უწყინარ გულუბრყვილობას. მეტად უხვი სული ახასიათებთ, – იოლად გასცემენ იმას რაც აქვთ. მეტად რბილი ხასიათისანი არიან. იოლად იჩენენ პრობლემებსა და ფათერაკებს. სწრაფად იღლებიან, რადგან ახასიათებთ მოთენთილობა.

თევზების უარყოფითი თვისებები:

  • სიზარმაცე
  • თხუპნიაობა
  • ლაქიაობა

თევზების დადებითი თვისებები:

  • არაეგოისტურობა
  • სათნოება
  • სიუხვე
  • თანაგრძნობა

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.