მზე თხის რქა
დღის
დღეს შენს რომანტიკულ ოცნებებს რეალურად აიხდენ. შენი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდება ან ახალ ეტაპზე გადავა. კარგი დროა პარტნიორთან ერთად რაიმე დღესასწაულის დასაგეგმად და დროის ერთად გასატარებლად. ეცადე, იყო გახსნილი ახალი ნაცნობობისა და სიახლეებისთვის, რადგან დღეს ბევრი ადამიანი გამოჩნდება შენს გარშემო.

დაბადების თარიღი – 22 დეკემბერი – 19 იანვარი
ელემენტი – მიწა
მმართველი პლანეტა – ♄სატურნი
თხის რქა რეალისტია. უყვარს მარტოობა. იგი მშვენიერი ორგანიზატორია, ამიტომაც მუდამ შრომაშია ჩართული. ისწრაფვის კარიერისაკენ, თუნდაც პირადი ცხოვრების ხარჯზე. უყვარს წარმატება. პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისაგან გამიჯნული აქვს. მის გრძნობებს გონება მართავს. მთელი ცხოვრება ზედმიწევნით აქვს მოწესრიგებული მოვალეობისა და ღრმა ლოგიკური აზროვნების თვისებათა გამო. მას ამბიციები და ძალაუფლების სურვილები ამოძრავებენ. ისინი დღეგრძელობით გამოირჩევიან და დროც მათი მოკავშირეა. ასაკთან ერთად სიტყვაძვირნი და გულცივნი ხდებიან.
სული უფრო აქვთ განვითარებული ვიდრე სხეული, ცოტას ჭამენ და ცოტაც სძინავთ. ადამიანებთან ძნელად შედიან კონტაქტში.
თხის რქის უარყოფითი თვისებები:
- სიხარბე
- კარიერიზმი
- ამბიციურობა
- გულჩაკეტილობა
თხის რქის დადებითი თვისებები:
- შრომის მოყვარე
- სტაბილური
- მოვალეობის გრძნობის მქონე
წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა
ზოგადი
ცნობილი ადამიანები
ამ ზოდიაქოს ნიშნის ცნობილი წარმომადგენლები არიან: ედგარ ალან პო, ისააკ ნიუტონი, ჟანა დარკი, მონტესკიე, ჰენრი შლიმანი, არისტოტელე ონასისი, რიჩარდ ნიქსონი, მაო ძედუნი, ანრი მატისი, პოლ სეზანი, მარლენ დიტრიხი, მუჰამედ ალი, ლუი შევროლე, ჯერომ სელინჯერი, მელ გიფსონი, რიკი მარტინი, ადრიანო ჩელენტანო, მიხაელ შუმახერი, ენი ლენოკსი, ელვის პრესლი, კევინ კოსტნერი, მერლინ მენსონი, ნიკოლას ქეიჯი, დევიდ ბოუი, როდ სტიუარტი და სხვები.
სტიქია
თხის რქა მიწის ნიშანია, ამიტომ ძლიერი ხასიათი აქვს. მიწა რეალურია, ყველასთვის ხელშესახები და დასანახი. თხის რქებიც ზუსტად ასე აზროვნებენ. ილუზიები, აბსტრაქტული ფიქრი და იდეალები მათთვის უცხოა. ამ ნიშნის ხალხს რჩევისთვის ხშირად მიმართავენ და უსმენენ კიდეც, რადგან მათი აზრები გასაგებია, ფასეულობები კი მატერიალური. მიწის სიღრმეში ბევრი სიმდიდრეა, მაგრამ იქამდე მისვლა ადვილი არ არის.
თხის რქის კარგი თვისებები უცხოებისთვის დაფარულია. სამაგიეროდ, ვინც მათ უკეთ გაიცნობს, ნამდვილ განძს იპოვნის: ერთგულ მეგობარს, პატიოსან პარტნიორს, პასუხისმგებლიან თანამშრომელს, სამართლიან უფროსს ან ერთგულ შეყვარებულს.
ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს თხის რქები ჩუმად აკეთებენ, წარმოდგენილ მწვერვალებს კი ნელა უახლოვდებიან. მათ იციან რურსების სწორად განაწილება და ოჯახში თუ სამსახურში სტაბილურობას აფასებენ.
კარიერა და პროფესია
ბევრი თხის რქა წარმატებას მთამსვლელობაში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში პოულობს. ზოგიერთი მათგანი საიუველირო საქმისა და ანტიკვარიატის საუკეთესო სპეციალისტია. ზოგი თხის რქა ამბიციურია და ძალაუფლება უნდა, ამიტომ პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში მიდის.
შეუპოვრობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და მოთმინება თხის რქას უფროსისთვის საუკეთესო თანამშრომლად აქცევს, კოლეგები კი მასში უფრო კონკურენტს ხედავენ, ვიდრე სასიამოვნო ადამიანს. საუკეთესო შედეგს მაშინ დებენ, როცა მარტო მუშაობენ და ცალკე კაბინეტი აქვთ.
თხის რქა ხელმძღვანელები მკაცრები და დესპოტები არიან. უფრო გონიერები დროს არ ზოგავენ თანამშრომლებთან საუბრისთვის, არკვევენ მათი სუსტ და ძლიერ მხარეებს და მანიპულირებენ მათით.
თხის რქებს მთელი ცხოვრება შურთ რისკიანი ხალხის, მაგრამ თავად სარისკო ნაბიჯს ვერასდროს დგამენ. რეალურ ქონებას ისინი ზრდასრულ ასაკში აგროვებენ, რადგან კარიერულ წინსვლას სხვებზე გვიან იწყებენ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








