თევზების ფინანსური ჰოროსკოპი
ეს კვირა ყველაზე მაგარი იქნება მათთვის, ვინც დაქვემდებარებულ პოზიციაზე მუშაობს. კარგად გაწერე შენი სამუშაო დრო და არ გადაუხვიო გრაფიკს. ტექნიკური დისციპლინა ახლა წარმატების მთავარი პირობაა. მთავარია ხარისხი და ვადების მკაცრი დაცვა. დეტალებში ჩაღრმავება არ დაიზარო, რადგან ეს შენს პროდუქტიულობას და შემოსავალს რეალურად გაზრდის.
ყველაზე პროდუქტიული დღეები კვირის შუაში გექნება. ამ დროს შანსი გაქვს, ტექნიკასთან და სამუშაო იარაღებთან მუშაობა კიდევ უფრო კარგად ისწავლო. შენი მონდომება შედეგს უთუოდ გამოიღებს. ძალიან დატვირთული, მაგრამ კარგი შემოსავლის კვირა ელით ინჟინრებს, ინოვატორებს, გამომგონებლებსა და პროექტის მენეჯერებს. ინიციატივის აღება საქმეს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. კოლეგებთანაც ყველაფერი მარტივად და საქმიანად იქნება, რაც საქმეს კიდევ უფრო დააჩქარებს.
ოქტომბერში შენთვის მთავარი ფინანსების დალაგება იქნება, როგორც პირად საქმეებში, ისე ბიზნესში. გადაამოწმე შემოსავლები და ხარჯები, რომ ზუსტად იცოდე, რა მდგომარეობაში ხარ. ეს დამწყები ნაბიჯი დაგეხმარება, რომ ზედმეტი ხარჯები მოჭრა და დარჩენილი ფულით ვალები და კრედიტები დახურო. თუ ბიზნესი გაქვს, პარტნიორებთან სერიოზული შეხვედრები გელის. უნდა განიხილო შეჩერებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების დაფინანსების საკითხები.
თვის მეორე ნახევარი საქმისთვის ცოტა რთული იქნება. ამიტომ, მოერიდე მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებას, მსხვილი თანხების გადარიცხვასა და ახალ მოლაპარაკებებს.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








