მზე ქალწული

მზე ქალწული

დღის ჰოროსკოპი
♍︎

ქალწული

დღის

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს ბევრი საქმე გექნება და გაორმაგებული ძალისხმევა დაგჭირდება, რადგან დილიდანვე უხასიათოდ იქნები. ტვინი სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ სადილის შემდეგ დაიწყებს, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმე. ნუ მოგერიდება, იყავი მტკიცე და თავდაჯერებულად მიჰყევი მიზანს. დღეს მეგობრული დამოკიდებულება გამოგადგება, რაც მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანს.

სხვა ჰოროსკოპი

ქალწული

დაბადების თარიღი – 23 აგვისტო – 22 სექტემბერი

ელემენტი – მიწა

მმართველი პლანეტა – ☿️მერკური

სათნო, ნატიფი ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველაფერის სრულყოფილებამდე დახვეწა. იგი ყოველთვის აკონტროლებს და აფასებს საკუთარ თავს. შეუძლიან მეტად წარმატებულად დაადგას თავი ახალ საქმეს. იქ სადაც მის დამოუკიდებლობას და ინიციატივას არ საჭიროებენ, – შეუდარებელი თანამშრომელია. მისი ცხოვრება მოწესრიგებულია და დალაგებული. არ უყვარს მოულოდნელი მოვლენები. ყველაფერში აფასებს წესრიგს. შეიძლება იყოს ბუზღუნაც და სკეპტიკოსიც. უყვარს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე როგორც სხვების ჯანმრთელობაზეც. შეუძლიან ყოველგვარი საბაბის გარეშე დაიწყოს თვითმკურნალობა და წამლებსაც დანიშნულების გარეშე “უნიშნავს” საკუთად თავს… ხშირად ზის სხვადასხვა დიეტებზე, რადგან კუჭის პრობლემები აწუხებს. იგი არის კრიტიკოსი.

ქალწულის უარყოფითი თვისებები:

  • ნერვიულობა და შფოთიანობა
  • ბუზღუნი და პედანტიზმი

ქალწულის დადებითი თვისებები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • პრაგმატიზმი და მოწესრიგებულობა

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.