მზე ტყუპები
დაბადების თარიღი – 21 მაისი – 20 ივნისი
ელემენტი – ჰაერი
მმართველი პლანეტა – ☿️მერკური
ვერცხლის წყალივით მოძრავნი. სულ ახალ-ახალი იდეებით გატაცებულნი, სულ სადღაც მიემგზავრებიან, რეკავენ, საუბრობენ საკუთარ ჩანაფიქრებზე, სხვაგვარად არ შეუძლიათ, რადგან მოიწყენენ და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ. ახასიათებთ ნერვიულობა თუმცა ურთიერთობისას მშვიდდებიან. თანმიმდევრულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებში, რაც მათ აინტერესებთ, კერძოდ კი პოლიტიკაში. შესანიშნავად მსჯელობენ აბსტრაქტულად და პრაქტიკულ გეგმილზე კი არც ისე წარმატებულნი არიან. ამიტომაა რომ ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ ჩანაფიქრი და ახალ-ახალი იდეებით არიან გატაცებულნი. წარმატებული არიან იმ საქმეებში, რომლებიც ითხოვენ გადაადგილებას და გონების მოქნილობას (ჟურნალისტი, არქიტექტორი), ამიტომაა რომ ტყუპებს ახასიათებთ მიმართულებათა და მრავალ საქმიანობათა შეთავსების უნარი.
ტყუპების უარყოფითი თვისებები:
- მსუბუქი ზედაპირულობა
- ერთგვარი ავანტიურიზმი
- არათანმიმდევრულობა
- ხშირია საქმეებში სანახევრო წარმატებები
ტყუპების დადებითი თვისებები:
- ფაქიზი
- კომუნიკაბელური
- დაუღალავი საქმიანობა
- ინტელექტუალობა და აქედან გამომდინარე უზარმაზარი პოტენციური შესაძლებლობანი
წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა