თევზების სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირაში შეყვარებულმა თევზებმა უნდა იცოდე, რომ შენი სასიყვარულო ცხოვრება იცვლება. ეს უფრო ახალ რომანტიკულ შანსებს მოგცემს და არა შეზღუდვებს. კარგი პერიოდია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადააფასო შენი გრძნობები და შეხედულებები საპირისპირო სქესთან თუ შენს რჩეულთან ურთიერთობაზე. ორშაბათს სასურველია, რომ საყვარელ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი გქონდეს.
ოქტომბერში შეყვარებული თევზები ძალიან მგრძნობიარეები და ყურადღებიანები იქნებიან. პარტნიორებიც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებით გიპასუხებენ, რაც თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.
თვის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები და ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გელით. დაოჯახებულების ცხოვრებაში ახალი და პოზიტიური ეტაპი იწყება. მარტოხელა თევზებმა კი შეიძლება ისეთი ადამიანი გაიცნონ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდნენ და მის გვერდით სულიერი სიმშვიდე იპოვონ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








