თხის რქის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში ბიზნესის უსაფრთხოებას მეტი დრო უნდა დაუთმო. კარგი იქნება, თუ სიგნალიზაციას და კამერებს დააყენებ, ან დაცვასთან და მზღვეველებთან კონტრაქტებს გააფორმებ. ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას, დიდხანს იმუშაო მშვიდად და მოულოდნელი პრობლემების შიშის გარეშე. პარტნიორებთან მოლაპარაკებებიც საკმაოდ წარმატებული იქნება.
საქმეში ახალი მეთოდების დანერგვის დროა. კარგად დაფიქრდი, რა გიშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში და მოიშორე ყველა ის ბარიერი, რომელიც საქმეს აფერხებს. კვირის ბოლოს ბიზნესმენებს შანსი ექნებათ, სარფიანი სახელმწიფო კონტრაქტები გააფორმონ და კარგი ფული იშოვონ.
მშენებლებს, კომუნალური სფეროს და სოფლის მეურნეობის მუშაკებს ძალიან დატვირთული და მოსავლიანი კვირა ელით. მთავარია, ბოლომდე მიიყვანო ყველა ძველი და გადადებული საქმე.
ოქტომბერში ფული და საქმე შენთვის მთავარი პრიორიტეტი გახდება. თუ ბევრი საქმე გაქვს და ხელფასი არ გეზრდება, სიტუაცია უნდა გადააფასო და მეტი ანაზღაურება მოითხოვო.
თუ ბიზნესი გაქვს, ეს თვე აქტიური მოლაპარაკებებისთვის, ახალი ბაზრების საპოვნელად და საქმის გასაფართოებლად გამოიყენე. მთავარია, სისტემურად იმუშაო და არა უცებ იშოვო ფული.
თვის მეორე ნახევარი ცოტა აირია, ამიტომ მეტი ყურადღებაგ გმართებს. აკონტროლე დეტალები, ნუ იჩხუბებ კოლეგებთან და უფროსის დავალებები ზუსტად შეასრულე. ფინანსურ საბუთებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გჭირდება.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








