კირჩხიბის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში საქმესა და ფულზე კონცენტრირდები, რამაც შეიძლება რეალური შედეგი მოიტანოს. ენერგია და მონდომება არ მოგაკლდება, ამიტომ დიდ დატვირთვასაც გასწვდები და სამუშაო ტემპსაც შეინარჩუნებ. გაითვალისწინე, რომ მეტი ფული მეტ მუშაობას ნიშნავს. მიჰყევი გეგმას და არ გადაუხვიო მიზნებს. ეს კვირა კარგია პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლადაც.
წარმატება მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ ახალი, მომგებიანი შეკვეთები აიღო და შემოსავალი გაზარდო. თუ ფართს ქირაობ, შესაფერის ვარიანტს კვირის პირველ ნახევარშივე იპოვნი. აკონტროლე ხარჯები, რომ კვირის ბოლოს ფული არ გაგიმთავრდეს. თუ სამშენებლო სფეროში საქმიანობ, მასალები წინასწარ მოიმარაგე, რომ საქმე არ გაჩერდეს. ბიზნესის მფლობელებს კი გირჩევთ, ძველ და გამოცდილ მეთოდებს მიჰყვეთ და ახლა არაფერი შეცვალოთ.
გაითვალისწინე, რომ ოქტომბერში საოჯახო და სხვა წვრილმან საქმეებზე დაგეგმილზე ბევრად მეტი დაგეხარჯება. ამიტომ ოჯახის ყველა ხარჯს მარტო შენს თავზე ნუ აიღებ. სამსახურში შესაძლოა შემცირებები დაიწყოს და ეს შენც შეგეხოს. თუ დამატებით შემოსავალს ეძებდი, ამ თვეში ამ საკითხს ყველაზე კარგად მოაგვარებ. თვის ბოლოს ჯობია ბიუჯეტში გარკვეული მარაგი შეინახო და ემოციურ შენაძენებზე დანაზოგი არ დახარჯო.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








