მერწყულის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირის დასაწყისში შეყვარებულმა მერწყულებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, მაგრამ ახალ იდეებსა და შემოთავაზებებზე უარი არ უნდა თქვან. ორშაბათსა და სამშაბათს ისეთი რაღაცები მოხდება, რაზეც სერიოზულად მოგიწევს ფიქრი.
ოქტომბერში შენს პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. შეძლებ საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმებზე ილაპარაკო და იდეები გაუზიარო. მშვიდ და წყნარ გარემოში გულახდილი საუბრებისთვის ბევრი დრო გექნებათ და ერთმანეთს სრულად გაუგებთ.
თუ ოჯახი გაქვს, პარტნიორთან ერთად მარტივად გაუმკლავდები ყოველდღიურ საზრუნავს. ეს თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ჰარმონიულს და მყარს გახდის. მარტოხელა მერწყულებს კი მეტი აქტივობისკენ მოგიწოდებ, რომ მალე იპოვო ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებს და შთაგაგონებს.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








