მზე მერწყული

ცხოველების ჰოროსკოპი: მერწყული

ცხოველების ჰოროსკოპი
♒︎

მერწყული

ზოგადი

ზოგადი

ეს ცხოველი საკმაოდ გულგრილი და ზედაპირული ტიპია. გარეგნულად სიმპათიურია, მაგრამ შიგნით ცივია. არ ენატრება ზედმეტი მოფერება. სტუმრებს არ ერჩის, თუმცა ახლო კონტაქტს ემალება. მიუხედავად ამისა, ხანდახან მოფერებაზეც თანახმაა. რაც მთავარია, მათთან კონტაქტი სტრესს ხსნის, ამიტომ პატრონისთვის ძალიან სასარგებლოები არიან.

ამ ნიშნის ცხოველებს მაგარი ნერვები აქვთ, მაგრამ ვირუსები ხშირად ერევათ. ნებისმიერ გარემოს ადვილად ეწყობიან და სულ თავისებურად იქცევიან. ჭამა ძალიან უყვართ, რაც წონისთვის ცუდია, ამიტომ ჭამა უნდა შეუზღუდოთ.

მათთვის საუკეთესო პატრონი იქნება ვერძი, ტყუპები, სასწორი, მერწყული ან თევზები. კირჩხიბსა და კუროს კი მათთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ.

სხვა ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.