მორიელის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირის დასაწყისში პირად ცხოვრებაში ზედმეტად ემოციური იქნები. ამის გამო შეიძლება ისე მოიქცე, რაც შენსავე ინტერესებს დააზარალებს. ორშაბათსა და სამშაბათს შეეცადე, მოვლენებს მშვიდად შეხვდე, არ იჩქარო და ნუ მიიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
ოქტომბერი შენთვის გრძნობების შემოწმებისა და სიტუაციის გადაფასების დროა. მიხვდები, რომ დროა, თვალებში ჩახედო იმ პრობლემებს, რომლებსაც აქამდე გაურბოდი. მზად იქნები, ამაზე პარტნიორსაც გულწრფელად დაელაპარაკო, ის კი შენს ამ ნაბიჯს სწორად და გაგებით შეხვდება. ასეთი გულწრფელობა თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
თვის მეორე ნახევარი დასაწყისზე რთული იქნება. ამიტომ, ახლა ჯობია არაფერი არ გააარჩიო და ურთიერთობაში არაფერი შეცვალო.
რაც შეეხება მარტოხელა მორიელებს, ამ თვეში შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ძალიან მოგეწონება. პირველივე პაემნიდანვე მიხვდები, რომ მასში ბევრი ისეთი რამაა, რაც შენს დიდ ინტერესსა და პატივისცემას გამოიწვევს.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








