სასწორის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში შანსი გაქვს, ბიზნეს-პარტნიორებს შენი უნარები აჩვენო და ეკონომიკური თანამშრომლობა გააფართოო. აუცილებლად ჰკითხე აზრი შენი გუნდის წევრებს, სანამ სამომავლო გეგმებზე შეთანხმდები. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობ, ბევრ კლიენტს მოიზიდავ. ძლიერი გადატვირთვის შემთხვევაში კი საქმის ნაწილი პარტნიორს გადააბარე. ასევე, გამოგივა ბაზრის სხვა მოთამაშეებთან საერთო წესებზე შეთანხმება.
კვირის შუა დღეები საუკეთესო პერიოდია ბიზნეს-გეგმის განხილვისა და საბუთების მოსამზადებლად. კარგი განწყობისა და კომუნიკაციის უნარის წყალობით ყველგან წინ წახვალ. ყველაზე მეტად გუნდური მუშაობა გაამართლებს. ახლა უნდა დაგეგმო გრძელვადიანი საქმეები და პროექტები.
შესაძლოა, რჩევისთვის ან დახმარებისთვის მოგმართონ. თუ ამის რესურსი გაქვს, უარს ნურავის ეტყვი, რადგან მომავალში შეიძლება თავადაც დაგჭირდეს სხვების მხარდაჭერა. ამასთან, ასეთი კონტაქტები დამეხმარება, რომ ახალი და საჭირო ნაცნობები გაიჩინო.
ოქტომბერი იდეალური დროა იმისთვის, რომ ფინანსები მოაწესრიგო, ბიუჯეტი გადახედო, ფასები შეცვალო და ძველი ვალები გასტუმრო.
თუ ბიზნესი გაქვს, ახალ შემოთავაზებებს მიიღებ, საჭირო კონტაქტებს დაამყარებ და საინტერესო, მომგებიან საქმეებს წამოიწყებ.
ოღონდ, სანამ რომელიმე მიმზიდველ წინადადებას დათანხმდები, ყველა დეტალი კარგად შეამოწმე.
თუ ახლა ზუსტად ფინანსურ საკითხებს აგვარებ, ეს თვიანი ძალიან გამოგადგება იმისთვის, რომ ახალი ბიუჯეტი შეადგინო და ხარჯები მაქსიმალურად შეამცირო.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








