ლომის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ეცადე, ეს კვირა ნეგატივით არ დაიწყო. თორემ, რაც არ უნდა კარგი განზრახვა გქონდეს, ურთიერთობაში სიტუაცია დაიძაბება და მერე ყველაფრის დალაგება გაგიჭირდება. ორშაბათს და სამშაბათს ემოციები აკონტროლე. საყვარელ ადამიანთან საუბრისას მოერიდე უსიამოვნო, ორაზროვან და კონფლიქტურ თემებს.
ოქტომბერში შენს სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი გულახდილობა იქნება. შეძლებ ისეთ თემებზე ილაპარაკო, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წარსული და აწმყო ბოლომდე გაასწორო.
თვის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებს გპირდება. შეძლებ პარტნიორთან ერთად მომავალზე ილაპარაკო, ერთად ცხოვრებაზე დაფიქრდე და საქმეები და პასუხისმგებლობები გაინაწილო.
თუ ისევ თავისუფალი ხარ, შენი გულწრფელობა და კარგი განწყობა დაგეხმარება, რომ სხვების ყურადღება მარტივად მიიქციო და საინტერესო ადამიანი გაიცნო.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








