მზე ლომი

ლომის ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსური ჰოროსკოპი
♌︎

ლომი

12 ოქტომბერი – 18 ოქტომბერი

ამ კვირაში ყველაზე წარმატებული ის ლომები იქნებიან, ვინც მარტო მოქმედებას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასაა მიჩვეული. ინდივიდუალური მეწარმეები ახალ შესაძლებლობებს დაინახავენ. ეს პერიოდი ძაან კარგია პიროვნული ზრდისთვის. შეადგინე გეგმა და გრაფიკი იმისთვის, რომ შეისწავლო გრძელვადიანი მივლინებები და სხვა რეგიონებსა თუ ქვეყნებში არსებული ბაზრები. შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.

საქმიან ურთიერთობებში შენი მთავარი იარაღი მოხერხებულობა, ტაქტი და დიპლომატია იქნება, რაც სამსახურში მშვიდ გარემოს შეგიქმნის. განსაკუთრებით გაგიმართლებს ახალი ბიზნეს-კონტაქტების პოვნაში. შემოსავალი მოიმატებს და ნაყოფიერად იმუშავებენ გამომცემლები, ჟურნალისტები, კონსულტანტები, მძღოლები და სოციალური მუშაკები. კვირის ბოლო პერიოდი ძალიან კარგია სწავლისთვის და საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად. სასურველია, სამუშაო გრაფიკი წინასწარ, გრძელვადიან პერიოდზე გაწერო.

სხვა ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.