ცხოველების ჰოროსკოპი: ლომი
ზოგადი
ლომის ზოდიაქოს ცხოველებს დიდი თავმოყვარეობა აქვთ. რეალურად ცოტა ზარმაცები და მოუქნელები არიან. ძილი ძალიან უყვართ.
ლომი ძაღლები ძალიან მამაცები არიან, მიუხედავად იმისა, როგორი ფიზიკური მონაცემები აქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და ცხელი ამინდი მათთვის სახიფათოა.
ლომი კატები ძალიან მოთამაშეები არიან. პატრონებს კარგად ეპყრობიან და დიდ სიყვარულს აჩვენებენ.
ასეთ ცხოველებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ თხის რქა პატრონებთან. ხოლო ტყუპებთან, ლომებთან, სასწორებთან, მშვილდოსნებთან, მერწყულებთან და თევზებთან ურთიერთობა უფრო გაუჭირდებათ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








